EN GE
phone
ტელეფონი
032 251 01 77
032 251 01 77
email
ელ. ფოსტა
info@aaplast.ge
Aaplast LTD

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა

დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია წვეთოვანი მორწყვა, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება წყლის რესურსების სიმცირე, სოფლის მეურნეობის წარმოების ინტესიფიკაცია და სასოფლოსამეურნეო სავარგულების დეგრადირება სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანი არის წვეთოვანი მორწყვაა. 

რატომ წვეთოვანი მორწყვა?

რამდენიმე დღეში ერთხელ მცირე დოზებით მორწყვისას, მცენარეები უკეთ ითვისებენ წყალს და საკვებ ელემენტებს, ამავე დროს ნარჩუნდება ნიადაგის ჰაერტევადობა, რაც მცენარეთა ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. იმის გამო, რომ წვეთოვანი მორწყვით წყლისა და საკვები ელემენტების შეტანა ხდება უშუალოდ მცენარის ფესვთა სისტემასთან, სარეველა მცენარეებისათვის იქმნება უფრო ნაკლებად ხელსაყრელი გარემო. წყლის თანაბარი განაწილებიდან გამომდინარე გამორიცხულია ცალკეული უბნების ზედმეტად დატენიანება ან ურწყავად დარჩენა.

წვეთოვანი მორწყვის უპირატესობები:

  1. იზრდება მოსავლიანობა;მცირდება ან თითქმის მთლიანად გამორიცხულია ნიადაგის ეროზიული პროცესები;
  2. მკვეთრად მცირდება ერთეული ფართობის მოსარწყავად გაწეული შრომითი დანახარჯები
  3. 2 – 3 ჯერ მცირდება წყლისა და სასუქების დანახარჯები;
  4. იზრდება მცენარეების მიერ საკვები ელემენტების გამოყენების ეფექტურობა (80-%-მდე), არ ხდება ნიადაგის დამლაშება;
  5. შესაძლებელია მორწყვა დღეღამის ნებისმიერ დროს, რომელიც გამორიცხავს მცენარეთა მზით დამწვრობას;