შპს აა პლასტი ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც 2007 წლის დასაწყისში დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის პირველადი ნედელეულის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. ამასთანავე, კომპანია ახორციელებს პოლიეთილენის ნედლეულის გადამუშავებასა და ნაწარმის ქართულ ბაზარზე რეალიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიეთილენის სფეროში „აა პლასტი“ ყველაზე მსხვილი მწარმოებელია შიდა ბაზარზე.
ხელმძღვანელობის მიერ გატარებულმა სწორმა მენეჯმენტმა და სახელმწიფოს მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ 2007 წლიდან მკვეთრად შემცირდა საქართველოში პოლიეთილენის მზა პროდუქციის იმპორტი და ამასთანავე, მკვეთრად გაიაფდა აღნიშნული პროდუქციის ფასებიც.
პროდუქციის წარმოება ხდება უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ნაკლოვანი პროდუქციის რაოდენობა მინიმუმადე დაიყვანოს.
კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: